პროგრამირებადი ელექტრო ჩამრთველი:
ჩვენს მიერ შექმნილი პროექტი უმარტივესს ხდის ნებისმიერი მოწყობილობიდან, რომელსაც ინტერნეტთან კავშირი აქვს, გააკონტროლოთ დენის მიწოდება ნებისმიერ შენობაში (თუ შენობის გარეთ). ამჟამად მუშა პროტოტიპი შედგება 4 პროგრამირებადი ჩამრთველისაგან, რომლებიც იმართება ვებ სერვერიდან.
ვებ სერვერზე წვდომა შეიძლება გქონდეთ გლობალურად (თუმცა პროტოტიპი მუშაობს ლოკალურ ქსელზე (ჯერჯერობით)). შეგიძლიათ კონკრეტულ ჩამრთველზე მიამაგროთ თუ რამდენ დენს მოიხმარს მოწყობილობა (რომელიც მასშია ჩართული), რის შედეგადაც გეცოდინებათ, თუ რამდენი საათის განმავლობაში იყო ეს მოწყობილობა ჩართული, ვინ ჩართო და რა თანხის დენი მოიხმარა. ასევე შესაძლებელია მომხმარებლის დონეების განსაზღვა იმ შემთხვევაში, თუ არ გინდათ, რომ ვინმემ ისარგებლოს რაიმე დანადგარით, რომელზე წვდომაც მოცემულ მომენტში არ უნდა ჰქონდეს. ასევე შესაძლებელია ტაიმერის დაყენება, რათა კონკრეტული მოწყობილობა ავტომატურად გამოირთოს მოცემული დროის შემდეგ. ამ პროექტის გამოყენება შეიძლება მრავალგვარად. ასევე პროექტი არის მთლიანად open source და მომავალში ვაპირებთ რაღაც ტიპის API -ს შექმნასაც, რაც გაუადვილებს მომხმარებელს (ან დეველოპერს) ამ მოწყობილობისთვის მრავალი გამოყენების შექმნას.
პრეოქტის კეთება დავიწყეთ ჩვეულებრივი ჩამრთველის დაშლით.
მოვახდინეთ კონტაქტების იზოლაცია ერთმანეთისგან.
რის შემდეგაც ფაზასა და კონკრეტულ ჩამრთველს შორის დენი გავატერეთ ჩამრთველის გავლით, რომელსაც არდუინო აკონტროლებს. ჩამრთველების აწყობას თავიდან თავად ვაპირებდით თუმცა შემდეგ ebay ზე აღმოვაჩინეთ ზუსტად ის რაც გვჭირდებოდა და გადავწყვიტეთ რომ ჯობდა რამდენიმე $$$ გადაგვეხადა დამატებით, ვიდრე პლატის დიზაინზე და მის ბეჭდვაზე გვეწვალა.
მას შემდეგ, რაც ყველაფერი ავაწყვეთ, დენში ჩავრთეთ და გაგვიხარდა, რომ დამოკლებისგან სადღაც "სვეჩები" არ ამოვყარეთ, დავიწყეთ არდუინოს source-სა და სერვერის წერა:
Source: https://github.com/ratmach/SmartSwitch
არდუინოს კოდი დაწერილია პროცესინგზე ინფორმაციის გასაცვლელად ვიყენებთ ვირტუალურ სერიულ პორტს.
რაც შეეხება სერვერს, სერვერი შექმნილია python -ზე, კონკრეტულად django-ს ძრავზე და იყენებს pyserial ბიბლიოთეკას, რომელიც ყველას უმარტივებს ცხოვრებას ^_^
ესეც სადემონსტრაციო ვიდეო:












No comments:
Post a Comment